გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ დასანანი მარცხი ზაგრებში
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ დასანანი მარცხი ზაგრებში

„ადრიატიკის ლიგაზე“ მე-12-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. გოგა ბითაძის „მეგა ბეიმქსი“ სტუმრად „ციბონას“ დაუპირისპირდა. დრაჟენ პეტროვჩის სახელობის დარბაზში გამართული შეხვედრა, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. მასპინძლები, ბოლო მეოთხედის წინ ათი ქულის სხვაობით ლიდერობდნენ.

სტუმრებმა ბოლო წამებს ინტრიგა დაუბრუნეს, თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს და 93-95 დამარცხდნენ. ქართველი კალათბურთელი, ბიმაქსის ძირითად ხუთეულში იყო და მოედანზე 25:47 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში, 18 წლის ცენტრის მონაგარმა: 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება შეადგინა. სერბულ გუნდს კასტა მუშიდმა ულიდერა 26 ქულით. 23 ქულაა, ვლატკო ჩანჩარის მონაგარი. გამარჯვებულთა შორის კლივლენდ მელვინი იყო საუკეთესო 20 ქულით. ამ წაგების შემდეგ, „მეგა ბიმაქსს“ მიმდინარე ტურნირზე 4 მოგებასთან ერთად, 8 წაგება მოუგროვდა სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. სერბები მე-13-ე ტურში „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებენ.