გოგა ბითაძის ჩატენვა ევროლიგის მე-17 ტურის TOP10-ში მოხვდა [ვიდეო]
გოგა ბითაძის ჩატენვა ევროლიგის მე-17 ტურის TOP10-ში მოხვდა [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგის მე-17 ტურის შემდეგ, ტრადიციულად, ჩატარებული მატჩების 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც „ბუდუჩნოსტის“ ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის ჩატენვაც მოხვდა. კერძოდ, ნორის კოულისა და ბითაძის კომბინაცია მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ბუდუჩნოსტი“ მე-17 ტურში სტუმრად „მაკაბის“ წინააღმდეგ თამაშობდა და 76:81 დამარცხდა. ბითაძემ 21 წუთსა და 17 წამში 8 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.