გოგა ბითაძის 8 ქულა და ასპროცენტიანი შედეგი - „ინდიანა“ „შარლოტთან“ დამარცხდა [ვიდეო]

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „შარლოტ ჰორნეტსთან“ NBA-ს მორიგი მატჩი გამართა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში 105:108 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 9 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 8 ქულა და 2 მოხსნა (დაცვაში) დააგროვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოგას ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა – მან 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. ბითაძემ ერთი პერსონალური ჯარიმაც მიიღო.

ინდიანადან“ საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. ლიუტუველმა კალათბურთელმა 20 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ბროგდონის მონაგარი ამ მატჩში 21 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა იყო, ხოლო მაილს ტერნერმა 20 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა მიითვალა.

ჰორნეტსის“ მხრიდან 3 კალათბურთელი გამოირჩა. დევონტე გრეჰემმა 14 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა, პი ჯეი ვაშინგტონს 19 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა, ასევე 19 ქულა დააგროვა როზიემაც.

„ინდიანა პეისერსს“ 19 მატჩიდან 11 მოგება აქვს. გოგას გუნდი შემდეგ შეხვედრას „ფილადელფიას“ წინააღმდეგ 1 თებერვალს გამართავს.