გოგა ბითაძის 7 ქულა NBA-ს პრესეზონის პირველ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT

07:58, 08.10.2026

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს პრესეზონზე პირველი მატჩი სტუმრად „მემფისთან“ გამართა და 122:118 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 7 ქულა და ერთი დაფარება შესძინა.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო 19 ქულით ტრისტან და სილვა გახლდათ.

მომდევნო მატჩს რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე „ორლანდო მეჯიქი“ 12 ოქტომბერს „კლივლენდთან“ ჩაატარებს.

მსგავსი