გოგა ბითაძის 6 ქულა „ტორონტოსთან“ მატჩში #1TVSPORT

08:07, 29.10.2026

NBA-ს რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და 30-ქულიანი სხვაობით, 99:129 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 11 წუთი და 11 წამი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბითაძემ თამაშიდან ერთადერთი ორქულიანი სროლა გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან კი ოთხივე მცდელობა ზუსტად შეასრულა.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ტრისტან და სილვა იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. ფრანც ვაგნერმა 15 ქულა მოაგროვა, ხოლო დესმონდ ბეინმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

მსგავსი