გოგა ბითაძეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს
გოგა ბითაძეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019 წლის დრაფტის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ქართველი გულშემატკივრებისთვისთვის წლევანდელი დრაფტი განსაკუთრებულია. 19 წლის გოგა ბითაძე მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში საასპარეზოდ ემზადება. მედიასთან შეხვედრის დღეს ისე მოხდა, რომ გოგას ზაიონ ვილიამსონთან ერთად მოუწია ჟურნალისტების წინაშე წარდგენა. ვილიამსონის დრაფტის მთავარი ვარსკვლავია, მას ხშირად ახალ ლებრონსაც უწოდებენ. ზიაონი დრაფტის პირველი ნომერია და მას ნიუ ორლეანი აიყვანს. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ მედიის წარმომადგენლების მთელი ყურადღება 18 წლის ამერიკელის მიმართ არის მიმართული. გოგა კი მარტო ზის. ფოტოზე უამრავი კომენტარი დაიწერა, მათ შორის ნბა-ს მოქმედი და ვეტერანი ვარსკვლავების მიერ. ბითაძეს რჩევა ისეთმა კალათბურთელებმა მისცეს, როგორიც დრეიმონდ გრინი და დუიენ ვეიდია.

„მას ეს ფოტო ჩარჩოში უნდა ჩასვას, ყოველ დღე უყუროს და გაბრაზდეს!“ – გრინი.

„გამოიყენე ეს ფოტო, როგორც საწვავი!“ – ვეიდი.

19 წლის ქართველი კალათბურთელის მხარდამჭერი პოსტები თორნიკე შენგელიამ, ზაზა ფაჩულიამ, სანდრო მამუკელაშვილმა, დუდა სანაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა გამოაქვეყნეს.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავად გოგა ბითაძის ვიდეო, რომელშიც ის ზემოხსენებულ ფოტოსთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს.