გოგა ბითაძემ სოციალურ ქსელში ლარი ბერდთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

16:40, 26.06.2019

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019 წლის დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ მე-18 პიკად აიყვანა. ბითაძე უკვე ინდიანაპოლისშია და „პეისერსთან“ ერთად სულ მალე დაიწყებს 2019-2020 წლების რეგულარული სეზონისთვის მზადებას.

„ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ბითაძემ ლეგენდარულ ლარი ბერდთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ბერდი 2012 წლამდე „პეისერსში“ მაღალ თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი