გოგა ბითაძემ „შარლოტთან“ 11 წუთი ითამაშა (ვიდეო)

12:21, 26.02.2020

20 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე დღეს „შარლოტთან“ შინ გამართულ შეხვდრაში მოედანზე გამოჩნდა. ნეიტ მაკმილანმა ბითაძე პირველივე მეოთხედში შემოიყვანა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა „ჰორნეტსთან“ მოგებულ შეხვედრაში (119-80) პარკეტზე 11:32 წუთით გამოჩნდა და ამ დროის მანძილზე 5 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ბითაძემ თამშიდან სულ 3-ჯერ შეუტია. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო გამოიყენა. მან ოთხივე მოხსნა დაცვაში გააკეთა, ბური სამჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

„ინდიანას“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგება და 24 მარცხი აქვს და მე-6 ადგილზეა. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, „პორტლენდთან“ გამართავს.

მსგავსი