გოგა ბითაძემ სეზონი ორი ხუთიანით გახსნა (ვიდეო)

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მესამე საგამოფენო მატჩი გამართა. აქამდე ფეხის ტრავმის გამო გოგას მოედანზე გასვლა არ უწევდა, ამჯერად კი მწვრთნელმა პირველი მეოთხედის ბოლოს შეიყვანა და 20 წუთიც ათამაშა.

„ინდიანა“ „ფილადელფიასთან“ 107:113 დამარცხდა. ბითაძის სრული მონაგარი ასეთი იყო: 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა. გოგას სროლის სიზუსტე აკლდა – თამაშიდან 6-დან 1 ჩააგდო (სამქულიანი), საჯარიმოს ხაზიდან კი – 4-დან 2.

„პეისერსში“ არვიდას საბონისის (რომელსაც 19 დეკემბერს დაბადების დღე აქვს)  ვაჟი დომანტას საბონისი გამოირჩა – 26 ქულა, 10 მოხსნა.

„ინდიანა“ ნაციონლურ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონის პირველ მატჩს 24 დეკემბერს „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.