გოგა ბითაძემ კვლავ განვითარების ლიგაში ითამაშა (ვიდეო)

„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძე, განვითარების ლიგაზე (G League) „მედ ენთსის“ რიგებში კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. „ფორტ უეინი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილოსან გუნდ „მეინ რედ ქლოსს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმიან დაძავულ ბრძოლაში 119-123 დამარცხდა.

ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა მოედანზე 38 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

„ფორტ უეინ მედ ენთსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებითა და 17 მარცხით მეათე პოზიციას იკავებს. „მედ ენთსი“ მომდევნო შეხვედრას „კეპითალ სითი გოუ-გოუს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.