გოგა ბითაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძემ NBA-ში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „ინდიანა პეისერსის“  ქართველმა ლეგიონერმა „ჰიუსტონთან“ შეხვედრაში 23 ქულა მიითვალა და საკუთარი რეკორდი (20 ქულა) გააუმჯობესა. ბითაძის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა, მატჩის ერთ-ერთ მთავარ გმირს კი, შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი სთხოვეს.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ მოახერხა გოგამ უხერხული ტრავმის შემდეგ და სათამაშო დროის სიმცირის მიუხედავად, პოზიტიური განწყობა შეენარჩუნებინა და ასეთი დაუვიწყარი თამაშის ეჩვენებინა.

გოგა ბითაძე: „საკმაოდ უხერხული ტრავმა მქონდა, ზოგჯერ გაივლიდა, ზოგჯერ ისევ თავს მახსენებდა. დღეს დილიდანვე კი თავს კარგად ვგრძნობდი, მოთელვისასაც კარგად ​გავხურდი და გადავწყვიტეთ, რომ უნდა მეთამაშა. ეს წარმატება საერთო გუნდური მუშაობის შედეგია. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. ეს ჩვენი საქმეა, ჩვენი სამუშაოა. უბრალოდ უნდა იყო მზად, განაგრძო მუშაობა და გამოხვიდე სათამაშოდ, როცა მწვრთნელი გამოგიძახებს“.