გოგა ბითაძემ „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ასპროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა - სტეფ კარი „ორლანდოსთან“ 56 ქულამდე ავიდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი მატჩი ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბის, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართა. გოგას „ორლანდომ“ შინ 115:121 წააგო.
ეს იყო სტეფ კარის შოუ – „უორიორსის“ უკანახაზელმა 56 ქულა ჩააგდო (19-დან 12 სამქულიანი!). ორლანდოელმა პაოლო ბანკერიმ 41 ქულას მოუყარა თავი.
გოგა ბითაძე სათადარიგო იყო, 22 წუთი ითამაშა და რაც ისროლა, ყველა კალათში მოათავსა – 3-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო, 7 ქულას 5 მოხსნა და 1 პასი მიამატა.
„მეჯიქს“ 29 მოგება, 32 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.