გოგა ბითაძემ 2018 წლის დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა
გოგა ბითაძემ 2018 წლის დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018 წლის დრაფტიდან კანდიდატურა ოფიციალურად მოხსნა. გადაწყვეტილება 19 წლის კალათბურთელმა და მისმა აგენტმა მიიღეს.

ბითაძეს ჯერ არ დაუსახელებია გადაწყვეტილების მიზეზი.

გოგა ბითაძემ 2017-2018 წლების სეზონში სერბეთის „მეგა ბიმაქსში“ ითამაშა და საშუალოდ, 15.9 ქულასა და 6.7 მოხსნას აგროვებდა.

ქართველ ცენტრს წინ აქვს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები სერბეთთან (29 ივნისი) და ავსტრიასთან (2 ივლისი), 12 ივლისს კი დაიწყება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.