გოგა ბითაძე - ტერნერისა და საბონისისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია
გოგა ბითაძე - ტერნერისა და საბონისისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია

შარლოტთან“ მოგებული თამაშის შემდეგ 116:106, გოგა ბითაძემ „ფოქს სპორტს ინდიანასთან“ ინტერვიუში მაილს ტერნერსა და დომანტას საბონისზე ისაუბრა:

„მათგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. მე ვუსმენ და ვუყურებ მათ თამაშებს. მარტივია რაღაცის სწავლა, როცა გუნდში ასეთი მოთამაშეები გყავს. პირველ რიგში, დაცვაში თამაშის დროს ზუსტად იციან სად უნდა იყვნენ. მაილსს თამაშში საშუალოდ 4 დაფარება აქვს და ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. საერთო ჯამში, ის დიდებული მცველია და მისგან ამის სწავლა შემიძლია. ისევე როგორც დომანტასისგან, მას ორივე ხელით ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მოთამაშისათვის, ძალიან კარგია მათგან რამის სწავლა.“

ქართველმა კალათბურთელმა „ჰორნეტსთან“ დაპირისპირებაში 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა, მანამდე კი „ტორონტოს“ ჩაუგდო 10 ქულა.

გოგას „ინდიანა პეისერსი“ 30 იანვარს, კვლავ „შარლოტ ჰორნეტს“ დაუპირისპირდება.