გოგა ბითაძე თბილისშია
გოგა ბითაძე თბილისშია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ცენტრი თბილისშია. გოგა ბითაძე, რომელიც მომავალი სეზონიდან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) იასპარეზებს, თბილისში ოჯახური პირობების გამო რამდენიმე დღით ჩამოვიდა.

დღეს ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში აკადემიის დამაარსებელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ორგზის NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია გოგა ბითაძესთან და სლოვენიელ კალათბურთელ ბოიან ნახბართან ერთად აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა.