გოგა ბითაძე ოფიციალურად 2019 წლის დრაფტზეა
გოგა ბითაძე ოფიციალურად 2019 წლის დრაფტზეა

20 ივნისს ნიუ იორკის „ბარკლაის ცენტრში“ (Barclays Centre) ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი შედგება.

„ი ეს პი ენის“ (ESPN) ცნობით, გოგა ბითაძემ უკვე ოფიციალურად შეიტანა განაცხადი დრაფტში მონაწილეობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას გოგას აგენტი მიშკო რაჟნატოვიჩიც ადასტურებს. განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა 21 აპრილია. საქართველოს ნაკრების ცენტრი ევროლიგაზე საშუალოდ 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.3 ბლოკს აგროვებდა. ამან კი 19 წლის ქართველის პოზიციები კიდე უფრო გაამყარა.

რინგერი“ (Ringer) გოგას მეცხრე ნომრად არჩევას ელის. „ი ეს პი ენი“ (ESPN) კი მე-19 ნომრად მიიჩნევს. ბითაძე „ბუდოჩნოსტთან“ ერთად ადრიატიკის ლიგის სუპერფინალშია, სადაც ამჟამად ანგარიში 2-2 არის. გოგა „ევროლიგის“ ამომავალი ვარსკვლავის პრიზის მთავარი ფავორიტია.