გოგა ბითაძე მორიგი ორმაგი დუბლის ზღვარზე - „ორლანდო“ „იუტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გოგა ბითაძე მორიგი ორმაგი დუბლის ზღვარზე - „ორლანდო“ „იუტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მატჩი საკუთარ მოედანზე „იუტა ჯაზთან“ ჩაატარა და 92:105 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი კვლავ ორლანდოელთა ძირითად ხუთეულში იყო, მან მოედანზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგას მორიგ ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა ჯეტ ჰოვარდმა ჩააგდო, ხოლო მატჩის ბომბარდირი „იუტას“ მოთამაშე სენსაბაუგი გახდა 27 ქულით.

21 გამარჯვებითა და 16 მარცხით „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ამჟამად მეოთხე ადგილზეა.