გოგა ბითაძე „მინესოტასთან“ „ორლანდოს“ ბომბარდირი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
მძიმე მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ შინ, „მინესოტა ტიმბერვულვზთან“. ფლორიდელებმა 48 წუთის განმავლობაში მხოლოდ 89 ქულა ჩააგდეს და 89:104 დამარცხდნენ.
„მეჯიქის“ ბომბარდირი გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც 30 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. მის ანგარიშზე 11-დან 7 ორქულიანია.
14 ქულა ჰქონდა კალებ ჰუსტანს, ხოლო მატჩის საუკეთესო მინესოტელი ჯულიუს რენდლი გახდა, რომელმაც 23 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ორმაგი დუბლი ჩაიწერა ფრანგმა ცენტრმა, რუდი გობერმა, რომელმაც ბითაძესთან ბრძოლაში მხოლოდ 10 ქულა (12 მოხსნა) მოაგროვა.
„ორლანდოს“ 22 მოგება, 17 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩი შინ „მილუოკისთან“ 11 იანვარს ელის.