გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია
გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტის პირველი რაუნდის საუკეთესო 20 პიკს შორის მოხვდა. თუმცა, ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ მას მე-18 პიკად „ინდიანა პეისერსი“ აიყვანდა, რომელსაც მისი პოზიციის ორი ძლიერი მოთამაშე – მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ გოგა, ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და თორნიკე შენგელიას შემდეგ, მეექვსე ქართველი კალათბურთელია, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე აირჩიეს. საგულისხმოა ისიც, რომ ნიკოლოზ ცქიტიშვილის შემდეგ, ის პირველი ქართველია, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დრაფტის პირველივე წრიდან მოხვდა.