გოგა ბითაძე ევროლიგის TOP10-ში მოხვდა [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგის მე-19 ტურის შემდეგ, ტრადიციულად, განვლილი მატჩების TOP10 მომენტის ვიდეო შეადგინეს.

ტურის ათ საუკეთესო მომენტში მეხუთე ადგილზე გავიდა „ბუდუჩნოსტის“ ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის დაფარება მადრიდის „რეალთან“ მატჩში.

შეგახსენებთ, რომ „ბუდუჩნოსტმა“ მოქმედ ჩემპიონს 73:60 მოუგო, 19 წლის ბითაძის მონაგარი 13 ქულა, 10 მოხსნა, სამი დაფარება და ერთი ჩაჭრა იყო.