გოგა ბითაძე დაბრუნდა, 15 ქულა ზადართან (ვიდეო)

ტრავმის მორჩენის შემდეგ მოედანს გოგა ბითაძე დაუბრუნდა. ადრიატიკის ლიგაში ბუდოჩნოსტი ზადარს დაუპირისპირდა და მეტოქეს 75-69 სძლია. ბითაძის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვა. 20 ტურის შემდეგ ბუდოჩნოსტი 14 მოგებითა და 6 მარცხით მეორე ადგილზეა.

გოგა ბითაძე არ იყო სასტარტო ხუთეულში, მან მოედანზე გატარებულ 24:32 წუთში 15 ქულა მიითვალა. გოგამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 10 ჯარიმიდან 7 ზუსტად ისროლა. მის ანგარიშზე, 15 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და სამი დაკარგვაა.

11 მარტს გოგას თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში – შეგახსენებთ, რომ ბითაზე მეგა ბიმაქსის წევრია და ბუდუჩნოსტში იჯარითაა. 11 მარტს მონტენეგროელები სწორედ ბელგრადში ითამაშებენ მეგა ბიმაქსის წინააღმდეგ. ჯერ ცნობილი არ არის, რამდენად მოახერხებს ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას ქართველი კალათბურთელი.