გოგა ბითაძე „ბუდუჩნოსტში“ გადავიდა და ევროლიგაზე ითამაშებს
გოგა ბითაძე „ბუდუჩნოსტში“ გადავიდა და ევროლიგაზე ითამაშებს

გოგა ბითაძემ „მეგა ბიმაქსი“ დატოვა და NBA-ს დრაფტამდე სეზონის დარჩენილ ნაწილს „ბუდუჩნოსტში“ გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას გამომცემლობა „ევროჰუფსი“ ავრცელებს.

ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. იგი თამაშში საშუალოდ 20.2 ქულას და 7.9 მოხსნას აგროვებდა.

ახლა მას საშუალება ექნება საკუთარი თავი ევროპის უძლიერეს ტურნირზე გამოცადოს. ეს გადაწყვეტილება ბითაძეს NBA-ს დრაფტის წინ ნამდვილად დაეხმარება.

აღნიშნული კალათბურთელის აგენტმა, მისკო რაზნატოვიჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაადასტურა.