გოგა ბითაძე ბავშვებს წიგნებს წაუკითხავს
გოგა ბითაძე ბავშვებს წიგნებს წაუკითხავს

„ინდიანა პეისერსი“ კორონავირუსის პანდემიის დროს ინდიანაპოლისის საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად ახალ პროექტს იწყებს. კარანტინის რეჟიმზე გადასული ბავშვები „პეისერსის“ კალათბურთელების მიერ წაკითხულ ზღაპრებს მოისმენენ. საინტერესო აქციაში მონაწილეობას გოგა ბითაძეც მიიღებს. ქართველი ცენტრი 27 აპრილს ბავშვებს სი სი იოვენის Basketball Break-ს წაუკითხავს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მატჩები 12 მარტს შეწყდა.