გოგა ბითაძე „ადრიატიკის ლიგაში“ გამოარჩიეს
გოგა ბითაძე „ადრიატიკის ლიგაში“ გამოარჩიეს

საქართელოს ნაკრების კალათბურთელი, გოგა ბითაძე „ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე, წარმატებულ თამაშს განაგრძობს. 18 წლის ქართველი ცენტრი, აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორებმა, კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

ბითაძე, ნოემბრის თვის საუკეთესო მომხსნელი გახდა. მისი საშუალო მაჩვენებელი , 9 მოხსნაა. ბოლო თამაშებში, ბითაძე განსაკუთრებით, მაკედონიურ „სკოპიესთან“ გამოირჩა, სადაც 12 მოხსნა შეასრულა. 10 მოხსნა ჰქონდა, ბელგრადის პარტიზანის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ გოგას „მეგა ბიმაქსმა“ გუშინ მორიგი ტურის მატჩში, საკუთარ მოედანზე ზაგრების „ცედევიტასთან“ დასანანი მარცხი განიცადა ანგარიშით 71-73.

ქართველმა კალათბურთელმა, ამ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა.

„ადრიატიკის ლიგაზე“ სხვა ნომინანტებიც გამოავლინეს. გასული თვის საუკეთესო მექულე, მილკო ბიელიცა გხდა. „ცრვენა ზვეზვდას“ ლიდერი, საშუალოდ 24,5 ქულას აგროვებდა. შედეგიანი გადაცემებით კი, „ფმპ-ს უკანახაზელი, ფილიპ ჩოვიჩი ლიდერობდა 7,7 ზუსტი პასით