გოდინი – იუვენტუსმა დამსახურებულად გაიმარჯვა

16:38, 14.03.2019
Diego Godin #2 of Club Atletico Madrid during the UEFA Champions League Round of 16 Second Leg match between Juventus FC and Club de Atletico Madrid at Allianz Stadium on March 12, 2019 in Turin, Italy. (Photo by Giuseppe Cottini/NurPhoto via Getty Images)

იუვენტუსისა და ატლეტიკოს დაპირისპირების შესახებ როხიბლანკოს მცველმა დიეგო გოდინმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მან და მისმა გუნდმა ვერაფერი გააწყვეს.

„მთელი გუნდი სრულიად შოკში ვართ. ასეთი უსუსური თამაში არ მახსოვს. მეტოქემ იმდენად კარგად წარმოაჩნა თავი და იმდენად მოგვახვია თავისი თამაში, რომ ვერაფერი გავაწყვეთ. მართალია, რამდენიმე მომენტი გვქონდა, თუმცა ტურინელებმა თავიანთი მომენტების რეალიზება უკეთ მოახერხეს. გოლიც ვერ გავიტანეთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით, ჩვენ ხომ მხოლოდ ეს გვჭრდებოდა, თუმცა მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა და სანაცვლოდ სამი ბურთც გაგვიტანა. ახლა მხოლოდ სეზონის დარჩენილ 11 მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა გოდინმა.

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკო ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, შვიდი ქულით ჩამორჩება ლიდერ ბარსელონას და ხუთი ქულით უსწრებს მესამეზე მყოფ რეალ მადრიდს.

მსგავსი