გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა
გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი, 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოდერძი ბერდელიძემ ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში დაძლეული 125კგ-ით ოქროს მედალი მოიგო, აკვრაში კი მისი შედეგი 153 კგ. და მეორე ადგილია.  ბერდელიძემ ორჭიდის ჯამში 277 კგ დაძლია და საუკეთესო შედეგით ჩემპიონი გახდა.