გოჩოლეიშვილმა „კადისის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილმა პირველად ითამაშა „კადისის“ ძირითად შემადგენლობაში და გუნდს „ვალიადოლიდთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.
დონეცკის „შახტარიდან“ ლა ლიგა 2-ის გუნდში იჯარით წასვლის შემდეგ გოჩოლეიშვილმა „ელდენსესთან“ მეორე ტურში ერთი წუთი ითამაშა, ახლა კი მწვრთნელი ენდო და ქართველი მცველი პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო, სრულად ითამაშა და 82-ე წუთზე გააფრთხილეს.
მისი თანაგუნდელი იური ტაბატაძე ჯერ კიდევ ტრავმას მკურნალობს და უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება.