გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ ჩემპიონობის შემდეგ დანიის თასიც მოიგო და სეზონი დუბლით დაასრულა #1TVSPORT
გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ ჩემპიონობის შემდეგ დანიის თასიც მოიგო და სეზონი დუბლით დაასრულა #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ დანიის თასის ფინალში „სილკებორგი“ 3:0 დაამარცხა და დანიის ჩემპიონობის შემდეგ ქვეყნის თასიც მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მცველი დანიური კლუბის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

„კოპენჰაგენმა“ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა: მე-3 წუთზე ანგარიში ლარსონმა გახსნა, 34-ეზე ლერაგერმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მესამე გოლი ელანიუსმა (38) გაიტანა.

ამ მატჩით „კოპენჰაგენმა“ სეზონი დაასრულა.