გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერ ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT
დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – რჩეულები გამოცემა UA-Football-მა დაასახელა.
ეს იყო პირველი ტური სეზონის ბოლო საერთაშორისო პაუზის შემდეგ. ყველაზე მეტად გამორჩეული იყო ოდესის „ჩორნომორეცისა“ და დონეცკის „შახტარის“ თამაში, რომელშიც ჩემპიონატის ლიდერმა მეორე წრეში ქულები პირველად დაკარგა, ამ შეხვედრაში ოდესელების კარი გოჩოლეიშვილმა აიღო, რაც მისთვის პირველი უკრაინული გოლი იყო, ახლა კი სიმბოლურ ნაკრებშიც პირველად დაასახელეს.
„მარჯვენა მცველი – გიორგი გოჩოლეიშვილი, „შახტარი“. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ლეგიონერმა „ჩერნომორეცთან“ მატჩში შეტევასთან უფრო ახლოს ითამაშა, მას მცვლის პოზიციაზე ვაყენებთ. მე-19 ტურში „შახტარის“ ფეხბურთელმა გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა და ამ ეპიზოდში თავისი საუკეთესო მხარე წარმოაჩინა. როგორც ჩანს, იუხიმ კანაფს სერიოზული კონკურენტი ჰყავს“, – წერს გამოცემა UA-Football-ი.
შეგახსენებთ, რომ მარტის სანაკრებო პაუზაზე გიორგი გოჩოლეიშვილმა საქართველოს ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.