გოჩოლეიშვილი „შახტართან“ ერთად საფრანგეთში გაემგზავრა #1TVSPORT
გოჩოლეიშვილი „შახტართან“ ერთად საფრანგეთში გაემგზავრა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა დონეცკის „შახტართან“ ერთად, რომელიც ევროპა ლიგის პლეი ოფის მომდევნო რაუნდში მოსახვედრად იბრძვის.

პირველი შეხვედრა, რომელიც 16 მარტს ვარშავაში გაიმართა და უკრაინელებმა 2:1 მოიგეს, 21 წლის ქართველმა მცველმა გამოტოვა. „ჯეო თიმის“ ცნობით, ბოლო მომენტში დონეცკის გუნდმა ქართველი მცველი ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის განაცხადში არ დაიმატა, რაც დიდი და უსიამოვნო სიურპრიზი იყო.

თუმცა, ახლა თამაშამდე გიორგი გუნდთან ერთად ვარშავაში ვარჯიშობდა, დღის მეორე ნახევარში კი ჩარტერული რეისით პოლონეთის დედაქალაქიდან საფრანგეთის ჩრდილოეთით – რენში გაემგზავრა. „შახტარის“ დელეგაციაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ იოვიცევიჩმა სულ 28 ფეხბურთელი წაიყვანა.

ევროპა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი „რენი“ – „შახტარი“ 23 თებერვალს, „როაზონ პარკის“ სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:50 საათზე დაიწყება.