გოჩოლეიშვილი „შახტარში“ ემზადება - დონეცკელები დღეს „რენს“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
გოჩოლეიშვილი „შახტარში“ ემზადება - დონეცკელები დღეს „რენს“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT

დონეცკის „შახტარი“ 16 თებერვალს ვარშავაში ფრანგულ „რენთან“ ევროპის ლიგის 1/16-ფინალური მატჩს გამართავს – ეს გუნდისთვის 2023 წელს პირველი ოფიციალური მატჩი იქნება.

იგორ იოვიჩევიჩის გუნდში ემზადება საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც დონეცკის კლუბში „საბურთალოდან“ გადავიდა. „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და ევეროპის ლიგაზე გადაერთო.

უკრაინული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, ამ შეხვედრაში ქართველმა მარჯვენა მცველმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს. გიორგი გოჩოლეიშვილის გარდა, გუნდში სხვა ახალწვეულებიც არიან – კევინ კელსი და იაროსლავ რაკიცკი, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო, ბოლო წლებში კი პეტერბურგის „ზენიტში“ თამაშობდა.

დონეცკის „შახტარი“ ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ ეტაპზე ფრანგულ „რენს“ დღეს, 16 თებერვალს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.