გოჩოლეიშვილი და აზაროვი „შახტართან“ ერთად სლოვენიაში მოემზადებიან #1TVSPORT
გოჩოლეიშვილი და აზაროვი „შახტართან“ ერთად სლოვენიაში მოემზადებიან #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი ახალი სეზონისთვის დონეცკის „შახტართან“ ერთად სლოვენიაში მოემზადებიან – ინფორმაციას უკრაინული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„შახტარის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა ორივე ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე წაიყვანა, მაგრამ საბოლოოდ დარჩებიან თუ არა გუნდში, ჯერჯერობით უცნობია.

გოჩოლეიშვილმა გასული სეზონი დანიის ჩემპიონის, „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში იჯარით ითამაშა, მაგრამ ხელშეკრულება დაუსრულდა და უკრაინულ კლუბს დაუბრუნდა, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლება ეკუთვნის.

რაც შეეხება ირაკლი აზაროვს, მისმა მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის შეძენით ტოპლიგის კლუბები დაინტერესდნენ.