გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გამაფრთხილებელი იქნება და მომდევნო შეკრების თარიღს დღესვე დაასახელებენ
გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გამაფრთხილებელი იქნება და მომდევნო შეკრების თარიღს დღესვე დაასახელებენ

ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია, შემდეგი შეკრების თარიღი აქციის დასასრულს გამოცხადდება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო მდივანმა, გოჩა თევდორაძემ განაცხადა.

ამ დროისათვის რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეების შეწკრება დაიწყო. მონტაჟდება სცენა, რომლიდანაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები შეკრებილებს მიმართავენ. ამის შემდეგ კი, მსვლელობით ოპერასთან გადაინაცვლებენ, სადაც ასევე გაგრძელდება სიტყვით გამოსვლები. თუკი ხელისუფლება პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება, „პატრიოტთა ალიანსი“ პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

ამ დროისთვის, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები იმავე მოთხოვნით აქციას პარლამენტის წინ მართავენ.