გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ აქვს გეზი აღებული და ეს ამ სახელმწიფოს არჩევანია
გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ აქვს გეზი აღებული და ეს ამ სახელმწიფოს არჩევანია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანას გეზი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ აქვს აღებული და ეს ამ სახელმწიფოს არჩევანია. ასე გამოეხმაურა ლორთქიფანიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.

„მშვიდად უნდა მივუდგეთ ასეთი ტიპის განცხადებებს. რუსეთის ოფიციალური პირები აკეთებენ იმ განცხადებებს, რაც მათ მიაჩნიათ სწორად, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს, მის ხალხს აქვს არჩეული გეზი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ და ეს არის ამ სახელმწიფოს არჩევანი“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.