გოჩა ლორთქიფანიძე - ჟენევის მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი სრული სიმწვავით და პრინციპულად წამოვჭერით
გოჩა ლორთქიფანიძე - ჟენევის მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი სრული სიმწვავით და პრინციპულად წამოვჭერით

ჟენევის მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი სრული სიმწვავით და პრინციპულად წამოვჭერით, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენთვის მთავრია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი არის ჰუმანიტარული საკითხი, ჩვენთვის მთავრია რომ ჩვენი მოქალაქე არის უკანონოდ დაკავებული და ეს საკითხი სრული სიმწვავით და პრინციპულად წამოვჭერით. ამასთანავე, მთავარი ფოკუსი კეთდებოდა გაფრინდაშვილის საკითხზე, ასევე მთავრი ფოკუსი იყო ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული საკითხები. ერთი რამ უნდა ითქვას ნათლად, როდესაც ვლაპარაკობთ ჰუმანიტარულ საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე, ეს არის ერთი მონეტის ორი მხარე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩვენი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას ახალგორის რაიონში, გატაცებებს, დაკავებებს და მთლიანობაში, როგორც საჭირო იყო, ეს წარმოჩენილი იყო, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევების პრაქტიკა, რაც გრძელდება და უნდა შეწყდეს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.