გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

ინდოეთში, გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. მათ სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ.

შემთხვევა გოას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლიმში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქართველებმა სახლიდან ნაღდი ფული და სხვადასხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულების მანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ელექტროსაფქვავები, ჩაქუჩები და ჰიდრავლიკრული საჭრელები, რომლებიც სავარაუდოდ ასევე მოპარულია.

 

დატოვე კომენტარი