გლეიზერების ოჯახი „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასაყიდად მზად არის #1TVSPORT
MANCHESTER, ENGLAND - SEPTEMBER 04: Raphael Varane of Manchester United organises the wall during the Premier League match between Manchester United and Arsenal FC at Old Trafford on September 04, 2022 in Manchester, England. (Photo by Shaun Botterill/Getty Images)
გლეიზერების ოჯახმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვის მზადყოფნა გამოთქვა. როგორც „დეილი მეილი“ წერს, ინგლისური კლუბის მფლობელები „იუნაიტედს“ 3.75 მილიარდი ფუნტის სანაცვლოდ შეელევიან.
აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი პრეტენდენტია დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი ჯიმ რეტკლიფი, რომელიც ადრე „ჩელსის“ შეძენას ცდილობდა.
ასევე კლუბზე პრეტენზიას აცხადებს სუვერენული საინვესტიციო ფონდი დუბაიდან. მაგრამ უცნობია, მზად არიან თუ არა პოტენციური მყიდველები ასეთი თანხის გადასახდელად.