გლეიზერები „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2.8 მილიარდს მოითხოვენ
გლეიზერები „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2.8 მილიარდს მოითხოვენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც შეელევა კლუბს.

გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, პოტენციურმა მყიდველმა 2.8 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს, თუ მანჩესტერული გრანდის შეძენის სურვილი გაუჩნდება. ასეთი კაპიტალი მსოფლიოში მხოლოდ 20 ადამიანს აქვს.

ასევე, კლუბის შეძენის შემთხვევაში, ახალ მფლობელს მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს სტადიონ „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციის ხარჯები. კლუბის საშინაო არენის რემონტი 240 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

გლეიზერებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2005 წელს შეიძინეს.