გლები რუს მოთამაშეზე - რას წუწუნებს, დალევა თავადაც უყვარდა
გლები რუს მოთამაშეზე - რას წუწუნებს, დალევა თავადაც უყვარდა

ბელარუსის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალექსანდრე გლებმა კარიერა დაასრულა და ერთ-ერთ ინტერვიუში „შტუტგარტში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ჟურნალისტმა გაახსენა, რომ „შტუტგარტში” გლები თამაშობდა პოგრებნიაკთან ერთად, რომელიც ინტერვიუში არ მალავდა, რომ შოკირებული იყო, რადგან გუნდი თამაშის წინა დღეს მწვრთნელებთან ერთად ლუდის ბარში იკრიბებოდა.

„მას ეს ტრადიცია მოსწონდა და ახლა რა პრეტენზია აქვს? ეს ყველას მოსწონდა, რადგან მაგათი დაწესებული ტრადიცია იყო. ის მოთამაშეებს საღამოს 21:30 საათზე ბარში შეკრებდა და ყველას აიძულებდა, რომ ლუდი დაელია – ეს ძილისთვის იყო კარგი, იმისათვისაც, რომ ფეხბურთელებს არ ენერვიულათ, არ ეფიქრათ თამაშზე და სხეული მოედუნებინათ. ყველას შეეძლო ნახევარი ლიტრი დაელია. აქ სმის სიყვარული არაფერ შუაშია” – ამბობს ალეკსანდრ გლები.

ბელარუსმა ფეხბურთელმა კარიერა მარტში დაასრულა. გლების კარიერაში მთავარი მიღწევა „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა. მანამდე ფეხბურთელი ლონდონის „არსენალში“ თამაშობდა.