გლები გაოცებულია - კოროვირუსთან დაკავშირებით, ბელარუსში დაუჯერებელი დამოკიდებულებაა
გლები გაოცებულია - კოროვირუსთან დაკავშირებით, ბელარუსში დაუჯერებელი დამოკიდებულებაა

ალეკსანდრ გლებმა, რომელიც „არსენალსა“ და „ბარსელონაში“ თამაშითაა ცნობილი, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მის სამშობლოში, ბელარუსში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა. ბელარუსის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს კომენტარი გამოცემა „სანმა” ჩამოართვა.

კორონავირუსის გამო გააუქმეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მატჩები. ეს კარგი იდეაა, რადგან შეჩერებას უნდა ვეცადოთ. უეფა სწორად მოიქცა, მაგრამ ბელორუსში სულ ერთია, რაც მსოფლიოში ხდება – ეს დაუჯერებელია. ალბათ, ჩვენი პრეზიდენტი მოვლენებს უბრალოდ თვალყურს ადევნებს. აქ ყველამ იცის, იტალიასა და ესპანეთში რაც მოხდა, მაგრამ ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ ყველაფერი ისე საშინლად არაა, როგორც მედია აჩვენებს – ახალგაზრდები და სტუდენტებიც ასე ფიქრობენ. მე კი ოჯახთან ერთად სახლში ვრჩები. როდესაც გამოვდივარ, ქუჩები და რესტორნები ხალხით კვლავ სავსეა” – ციტირებს გლებს ინგლისური გამოცემა „სანი”.

COVID-19 ჩინეთში გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან 14 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად, ინფიცირებულებიდან 99 ათასზე მეტი განკურნა.

 

დატოვე კომენტარი