გლდანში ორ მამაკაცს ჩაქუჩითა და დანით დაზიანებები მიაყენეს
გლდანში ორ მამაკაცს ჩაქუჩითა და დანით დაზიანებები მიაყენეს

თბილისში, გლდანში არსებულ ერთ-ერთ ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი უკვე გაწერეს კლინიკიდან.

მომხდარი ფაქტი საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული. გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.