გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა #1TVSPORT

10:59, 07.06.2025

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში კიდევ ერთი ახალი მოედანი გაიხსნა, რომელიც ფიფა-ს პროექტის, „ფიფა არენის“ დაფინანსებით განახლდა.

გახსნას ფიფა-ს წევრი ასოციაციების რეგიონული კოორდინატორი მარკო ფერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდნეტი კახა ჭუმბურიძე, გენერალური დირექტორი დავით მუჯირი და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი ესწრებოდნენ.

განახლებული მოედნებით ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“ ჩართული გუნდები ისარგებლებენ.

საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც „ფიფა არენის“ პროექტის ფარგლებში ახალი მინი მოედანი გაიხსნა, რომლის მსგავსიც უკვე ფეხბურთის ფედერაციის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ფუნქციონირებს.

მსგავსი