გლაზგოში ბრენდან როჯერსის სახლი გაძარცვეს
გლაზგოში ბრენდან როჯერსის სახლი გაძარცვეს

გლაზგოში ლესტერის ახალი მთავარი მწვრთნელის, ბრენდან როჯერსის სახლი გაქურდეს, – წერს სკაი სპორტსი (Sky Sports). ინციდენტი როჯერსის მიერ სელტიკის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებიდან ერთი კვირის თავზე მოხდა.

მძარცველებმა რამდენიმე ძვირფასი ნივთი წაიღეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ბრენდან როჯერსი სელტიკს 2016-19 წლებში ხელმძღვანელობდა. სეზონის მსვლელობისას გუნდის მიტოვების გამო, გლაზგოური კლუბის ფანები ძალიან განაწყენდნენ ინგლისელ სპეციალისტზე.

ლესტერის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თავისი სადებიუტო მატჩი როჯერსმა უოტფორდთან სტუმრად 1-2 დათმო.