გლაზგოს „სელტიკის“ უნიკალური მიღწევის ავტორია
გლაზგოს „სელტიკის“ უნიკალური მიღწევის ავტორია

გლაზგოს „სელტიკი“ შოტლანდიის ჩემპიონი გახდა, მოიგო შოტლანდიის ლიგის თასი და ქვეყნის თასი, შესაბამისად, 2018-19 წლებში საშინაო არენაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. „სელტიკი“ გახდა პირველი კლუბი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ სამი წელი დააფიქსირა ამგვარი შედეგი.

მაისის დასაწყისში „აბერდინის“ 3:0 დამარცხების შემდეგ, „სელტიკმა“ ვადაზე ადრე გაიფორმა შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული. „კელტებისთვის“ ეს იყი ზედიზედ მერვე და ჯამში 50-ე ჩემპიონობა.

უფრო ადრე, დეკემბერში „სელტიკმა“ შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო. ამ ტურნირზე კლუბს 18 მოგება დაუგროვდა. შაბათს, 25 მაისს კი გლაზგოელებმა ანგარიშით 2:1 მოუგეს „ჰართსს“ და 39-ედ დაისაკუთრეს შოტლანდიის თასი.