„გლადბახმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მარკუს ტურამი ზაფხულში სხვა კლუბში გადავა #1TVSPORT
„გლადბახმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მარკუს ტურამი ზაფხულში სხვა კლუბში გადავა #1TVSPORT

„გლადბახის“ სპორტულმა დირექტორმა, როლანდ ვირკუსმა განაცხადა, რომ ფორვარდი მარკუს ტურამი არ გააგრძელებს კონტრაქტს კლუბთან და სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს.

„უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ის უფრო მსხვილ კლუბს შეუერთდება“, – მოჰყავს ვირკუსის სიტყვები გაზეთ „ეკიპს“.

25 წლის ტურამმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.