„გლადბახის“ ფრანგი ფორვარდი ინფიცირებულია
„გლადბახის“ ფრანგი ფორვარდი ინფიცირებულია

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ფორვარდმა ალასან პლეამ კორნავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. ამის შესახებ განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ.

„ალასან პლეა არ ითამაშებს შაბათს, რადგან კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. თუ გავითვალისწინებთ მის ძლიერ მხარეებს, ეს უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის“, – აღნიშნა როზემ.

შაბათს, „გლადბახი“ ბუნდესლიგის მორიგ ტურში „აუგსბურგს“ ხვდება, ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის მატჩი აქვს „შახტარის“ წინააღმდეგ.

27 წლის პლეამ ამ სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.