გიზო მამაგეიშვილმა „შტურმის“ შემადგენლობაში ითამაშა, ქართველ ფეხბურთელთა ნაწილი ტრავმებს მკურნალობს #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში სეზონი დაიწყო. პირველ ტურში „უდინეზე“ შინ „კომოს“ 1:1 დაუზავდა. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ გოგლიჩიძე იყო, თუმცა მას არ უთამაშია. გიორგი ჩაკვეტაძე კი ტრავმას მკურნალობს, რის გამოც განაცხადში არ ყოფილა.
გერმანიის თასის 1/32-ფინალში გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილი“ „მიუნხენ 1860“-ს ესტუმრა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოსამზადებელ ეტაპზე დაშავდა და მოედანზე ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში გრაცის „შტურმმა“ ლუსტენაუს „აუსტრია“ მიიღო და მხოლოდ ფრეს (1:1) დასჯერდა. ქართველებიდან მასპინძელთა რიგებში, შეცვლაზე გიზო მამაგეიშვილმა ითამაშა, ოთარ კიტეიშვილი კი ტრავმირებულია.