გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ პირველად ითამაშა #1TVSPORT
გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ პირველად ითამაშა #1TVSPORT

გიზი მამაგეიშვილმა პირველად ითამაშა გრაცის „შტურმში“, რომელმაც მარბელაში მიმდინარე შეკრებაზე ამხანაგური მატჩი „ბრიუგესთან“ გამართა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

შავ-თეთრებმა“ ფრედ ბელმინ ბეგანოვიჩის დუბლის წყალობით ორჯერ მოახერხეს დაწინაურება, მაგრამ ბელგიელებმა ორივეჯერ წონასწორობა ბერძენი თავდამსხმელის, ხრისტოს ცოლისიც დარტყმით აღადგინეს.

ავსტრიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო გუნდი ლიდერი, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც პირველი ტაიმი ითამაშა და მეორე ნახევარში ადგილი გუნდის ახალწვეულს, „იბერიის“ ყოფილ კაპიტანს, გიზი მამაგეიშვილს დაუთმო.

გრაცის „შტურმი“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე სატესტო მატჩს 14 იანვარს გამართავს და ამჯერად დანიურ „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება.