გივი მიქანაძე - მაისში „ნაცმოძრაობის“ შემოსვლით პარლამენტს არაფერი შემატებია და დარწმუნებული ვარ, დღესაც თუ მიიღეს შემოსვლის გადაწყვეტილება, ისევ არაფერი შეემატება
გივი მიქანაძე - მაისში „ნაცმოძრაობის“ შემოსვლით პარლამენტს არაფერი შემატებია და დარწმუნებული ვარ, დღესაც თუ მიიღეს შემოსვლის გადაწყვეტილება, ისევ არაფერი შეემატება

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლის პირასაა, ამისი ცხადი მაგალითია ის შიდა პარტიული უთანხმოებები, რომლის მომსწრენიც არის მთელი საზოგადოებაა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, ნიკანორ მელია უკვე პარტიის ფორმალურ თავმჯდომარედ გადაიქცა.

„ფაქტობრივად, მელია თბილისის პარტიის ხელმძღვანელად გადაიყვანეს და მთელი სადავეები ხელში რუსული ბიზნესიდან აღმოცენებულ და რუსულ მაღალ წრეებთან დაკავშირებულ კობა ნაყოფიას გადასცეს, როგორც პოლიტსაბჭოს ახალ ხელმძღვანელს. ადამიანს, რომელიც უპირობოდ ასრულებს პატიმარ სააკაშვილის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, დაპირისპირება აშკარაა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს პარტია მართლაც ჩამოშლის პირას არის.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში დაბრუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ მაისში შემოვიდა პარლამენტში და გადააბიჯა თავის დადებულ სიტყვას, რომ არ შემოვიდოდა მე-10 მოწვევის პარლამეტში. ვნახეთ, რომ არც ერთი წინადადება და არც ერთი ნაბიჯი არ გაკეთებულა მათი მხრიდან ამ ქვეყნის სასარგებლოდ, მოქალაქეებზე ორიენტირებული სიკეთეების მოსატანად. მთელი მათი საქმიანობა იყო დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციასთან. ეს ადამიანები პარლამენტში თუ შემოვლენ, ეს კარგი იქნება იმისთვის, რომ პარლამენტში დაიკავონ კუთვნილი ადგილები. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ პოზიციას გამოიყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის გასაგრძელებლად და ეს სჭირდებათ მათ მხოლოდ ერთადერთისთვის. მათ მიერ დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციები არა მარტი თბილისში, არამედ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, რომლებიც პარალელურად თურმე ცალ-ცალკე უნდა გამართულიყო, ვერ იმართება, რადგან ამ პარტიას საზოგადოების მხრიდან დღითიდღე უფრო მცირე მხარდაჭერა აქვს, ფაქტობრივად მხარდაჭერა აღარ აქვს და აქციებზე მხოლოდ რამდენიმე ასეულ აქტივისტს აგროვებენ“, – განაცხადა მიქანაძემ.

დეპუტატი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლით, საკანონმდებლო ორგანოს არაფერი მოემატება.

„მაისში მათი შემოსვლით პარლამენტს არაფერი არ შემატებია და დარწმუნებული ვარ, თუ ისინი დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შემოვიდნენ, არც არაფერი შეემატება პარლამენტს. თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ დესტრუქციის და პროვოკაციის უფლებას მათ აქ არავინ არ მისცემს. საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები უმაღლეს დონეზეა განხილული პარლამენტში. თითოეული სხდომა და შეხვედრა ორიენტირებულია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება გაიზარდოს და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ვიმსჯელოთ და ვიზრუნოთ და არა იმ დესტრუქციაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ვიწროპარტიული ინტერესია, რომელიც ცდილობს რაიმე ფორმით, ხედავენ რომ ლეგალური ფორმით არ გამოსდით, დაიბრუნონ ხელისუფლება, რისი შესაძლებლობაც მათ არ ექნებათ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დატოვე კომენტარი