გივი მაჭარაშვილი ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის სატიტულო ბრძოლას კაილ სნაიდერის წინააღმდეგ ჩაატარებს #1TVSPORT
ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი გივი მაჭარაშვილი ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში სატიტულო ბრძოლას ოლიმპიური ჩემპიონის, კაილ სნაიდერის წინააღმდეგ გამართავს.
ორგანიზაცია RAF-ში სნაიდერმა აქამდე ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო. რაც შეეხება გივი მაჭარაშვილს, მან რამდენიმე კვირის წინ ორგანიზაციაში ამერიკელი სტივენ ბიუქენანი დაამარცხა.
28 წლის მაჭარაშვილმა ვერცხლის მედალი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მოიპოვა. ის ასევე არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სნაიდერი კი ოლიმპიური ჩემპიონი 2021 წელს ტოკიოში გახდა.
RAF-ის ეგიდით სატიტულო ბრძოლა 30 მაისს დალასში შედგება.